fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

09:43 დეკემბერი 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
816
ნახვა

ირლანდიის პარლამენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მხარდაჭერა გამოხატეს.  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებს, სადაც წარიმართა მსჯელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.

„სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და ამ კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, ისაუბრა ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე, უკანონო დაკავებებსა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქმედითი რეაგირების აუცილებლობას და აღნიშნა რომ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ამ ნაბიჯებით და ევროპაში სუვერენული საზღვრების შეცვლის მცდელობით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტზე. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ირლანდიელი მონიტორების საქმიანობისთვის და ირლანდიის პარლამენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით გამოიხატა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ისაუბრა ამ პროცესის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ელჩმა ირლანდიის პარლამენტის წევრებს ასევე გააცნო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს მხარდაჭერისთვის. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან მეტი ფიზიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით ახალი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

„ქვეყანა პროგრესირებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობა, რომელიც ეფუძნება ქვეყნის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ და რაც ასევე მტკიცედ არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში, აღწევს წარმატებას. მმართველმა გუნდმა გააკეთა გამოაცხადა განზრახულობა 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შესახებ. ევროპული ფასეულობები არის ის, რაც ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ გზას. ჩვენ, ქართველები, ზუსტად იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ, რასაც თქვენ და ჩვენი საერთო წარსული, ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებით შეგვიძლია ორივეს წინსვლა და შემდგომი განვითარება“, – აღნიშნა ელჩმა.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნის აუცილებლობას, მით უფრო, როდესაც ირლანდია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი ქვეყნა ხდება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების კუთხით.

ირლანდიის პარლამენტის წევრებმა მათ, კიდევ ერთხელ, დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, რაც არაერთხელ იქნა ასახული ირლანდიის პარალმენტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებში.

თეგები: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სექტემბერი 5, 2021
771
მთავარი ამბავი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 15, 2021
797
პოლიტიკა

ცინიკური და სრულიად მიუღებელია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი – საგარეო უწყება

აგვისტო 6, 2021
909

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია