„აქციის მონაწილეების მოთხოვნები არათუ ლეგიტიმურია, არამედ მათი შესრულება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია”,- ამის შესახებ ბობოხიძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.
“მე მინდა ჩვენმა ხალხმა გააცნობიეროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება , ის, რაც გვეკუთვნის, თუ არ მოვითხოვეთ, არავინ არ მოგვცემს, არცერთი კეთილი მთავრობა. პროტესტი არის ერთადერთი ფორმა ამ ხელისუფლებას საჭირო გადაწყვეტყილებები მივაღებინოთ“,- განაცხადა ბობოხიძემ.










