„დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საქართველოს თქვენი სახით ჰყავს პოლიტიკურ ელიტა, რომელიც არ დააყენებს საკუთარ თავს ხალხზე მაღლა“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, მსგავსი გადაწყვეტილება მსოფლიო ისტორიაში თავად მას არ ახსენდება.
„ვდგავართ ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე, რომლის მსგავსი მსოფლიო პოლიტიკაში არ მახსოვს და რომელიც შევა მსოფლიო პოლიტიკის სახელმძღვანელოებში, რომ ქვეყნის მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა უარყო გაყალბების შედეგად პარლამენტი შექმნის მცდელობა და განაცხადა, რომ მისთვის ქვეყანა, ხალხი და სახელმწიფოა მთავარი.
დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ საქართველოს თქვენი სახით ჰყავს პოლიტიკურ ელიტა მოუსყიდველი, რომელიც არასდროს მოახდენს სახელმწიფოს პრივატიზაციას და არ დააყენებს საკუთარ თავს ხალხზე მაღლა. მე მინდა ჩვენი ხალხის სახელით ყველას მადლობა გადავუხადო და მადლობა ვუთხრა ღმერთს, რომ მეც ასეთი საზოგადოების რიგითი ჯარისკაცი ვარ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერე დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











