ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური ვაქცინის შემოტანას ქვეყანაში ჯერ არ განიხილავს, რადგან მას საკმარისი სანდოობა არ აქვს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს კოვაქსის პლატფორმაზე გადახდილი აქვს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობის 25%, ეს გახლავთ 4 მილიონი დოლარი.
ცალსახად ჩვენ ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ დროისთვის არ გააჩინა საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, თავდაპირველად თენგიზ ცერცვაძე ამბობდა, რომ ყველაზე მეტი ალბათობაა „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა იგეგმება.











