ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ gლობალურ ჯანდაცვაში კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა საგანგებო მდგომარეობა კოვიდ -19-ის პანდემიის გამო, ამის შესახებ ჟენევაში, ჯანმოს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს.
„ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული პანდემია წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ის კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციას დათანხმდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











