მსოფლიომ Covid-19-თან დაკავშირებული სიტუაციისგან მაგალითი უნდა აიღოს და ახალი პანდემიებისთვის მოემზადოს! – ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით ჯანდაცვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველია. ამიტომაც დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსებაა საჭირო.
„ეს არ არის უკანასკნელი პანდემია. ისტორია გვასწავლის, რომ აფეთქებები და პანდემიები ცხოვრების ნაწილია და როცა მომდევნო პანდემია დაიწყება მსოფლიო უფრო მომზადებული უნდა შეხვდეს მას“ – განმარტა გებრეიესუსმა.
ჯანმოს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პოზიტიურ დინამიკას ის ქვეყნები აჩვენებენ, რომლებიც ატიპური პნევმონიის, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომისპოლიომიელიტის და სხვა დაავადებების აფეთქების შემდეგ მოემზადნენ.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით ინფიცირების უკვე 26,7 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. ამ დაავადებამ 876 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.











