ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი, სიდართა დატა საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს. ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელნა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან. ღიაობა, რომელიც მთავრობას აქვს იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია გაუზიაროს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად გამჭვირვალედ ცდილობენ ამ პროცესის მართვას.
კოვიდის დაწყებიდან ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული იმისთვის, რომ სამკურნალო დაწესებულებები აღჭურვილი ყოფილიყო შესაბამისად. ის ფაქტი, რომ 4 სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის დღეს ქვეყანაში და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ამით ძალიან კარგი ჟესტი აჩვენა.
მოვისმინე ჩვენი კოლეგებისგან ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საქართველოს მთავრობამ, სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ფასდაუდებელი შრომა გაწიეს ამ პროცესის სამართავად“,- განაცხადა სიდართა დატამ.
ასევე დაგაინტერესებთ: ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა











