„საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, NATO-ს სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოს საკითხები.
“არ ვფიქრობ, რომ უკმაყოფილების განცდა უნდა იყოს. საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა. NATO ერთგული რჩება 2008 წელს გაცემული პირობით. NATO-ს სამიტზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოს საკითხები.
საქართველომ უნდა განაგრძოს NATO-სთან მუშაობა. უკრაინამ NATO-სკენ სწრაფვა 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველომ 2008 წელს დაიწყო, ამიტომ ამ ორი ქვეყნის შედარება სწორი არ მგონია,”- აღნიშნა აპატურაიმ.











