აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პანდემიის გამო წინასაარჩევნო მიტინგების ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ Jakartapost-ი იუწყება.
„ვფიქრობ, ეს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო კამპანიაა. მე ვაპირებ ექიმის რჩევები გავითვალისწინო. არა მარტო, ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამიტომ გადავწვყვიტე, რომ წინასაარჩევნო მიტინგებს არ ჩავატარებ“,- განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგების ჩატარება უკვე დაიწყო.
აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი შეიძლება, დღეში 100 ათასამდე გაიზარდოს.











