დედაქლაქის მერი, კახა კალაძე კერძო ავტომობილის მძღოლებს თხოვნით მიმართავს. ინტენსიური თოვის გამო კალაძე მძღოლებს მოუწოდებს არ გამოვიდნენ გზებზე, თუ ავტომობილს ზამთრის საბურავები არ უყენია.
„გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა ვთხოვო ყველა ავტომობილის მფლობელს, რომ თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან, რადგან ეს პრობლემებს უქმნის საზოგადოებას, პირველ რიგში უდნა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- აღნიშნავს კახა კალაძე.











