თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისში 24-მეტრიანი ავტობუსები აღარ იქნება. ამის შესახებ ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვიცე-მერის თქმით, დედაქალაქში ყველაზე დიდი – 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მსგავსი ავოტბუსები დედაქალაქში 2023 წლიდან ივლიან.
„ეს არის ვადა, რა დროსაც 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი ავტობაზით გვეყოლება. მხოლოდ ამ დროისთვის შევძლებთ იმ ქსელის ამუშავებას, რაც „სისტრამ“ დაგვიწერა. მანამდე არის გარდამავალი ქსელი, რადგან სწრაფ დერეფანში 18-მეტრიანი ავტობუსები არ მოძრაობენ. შესაბამისად, არის გარკვეულწილად ჰიბრიდული, გარდამავალი ქსელი. 2023 წლიდან იქნება სრულფასოვანი ქსელი“, – განაცხადა ხმალაძემ.