“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონის აღსრულება უალტერნატივოა, რაც არ უნდა რეაქციები მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
“კანონის აღსრულება, რაც უნდა რეაქციები მოჰყვეს ამას, უალტერნატივოა. წარმოუდგენელია, ვინმემ გვითხრას, რომ კანონი არ აღსრულდეს, ასეთი განცხადება არ მომისმენია არც ერთი. კანონი არ აღსრულდესო ვერავინ იტყვის. ვერც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე











