აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ალექს აზარი თანამდებობას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. როგორც წესი, მთავრობის წევრები კაბინეტს მიმავალ პრეზიდენტთან ერთად ტოვებენ.
მანამდე კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო პოზიციები სხვა თანამდებობის პირებმაც დატოვეს.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











