ბრიუსელში კარანტინის დროს ევროპარლამენტიდან კომპიუტერები და სხვა ნივთები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქურდებმა ევროპარლამენტის შენობაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ის კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო ცარიელი იყო.
ერთ-ერთი დაზარალებული გერმანელი დეპუტატი ნიკო სემსროტია, რომელსაც ორი ლეპტოპი მოპარეს.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რეაგირების ნაკლებობით.











