საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა შედგა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა აღნიშნა, გაგრძელდება საუბარი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“.
„მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა იყო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკეთესად გვესმის, რა აშფოთებს ოპოზიციას. ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგო არსებობს თუ არა რამე გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











