სამშობლოს ღალატია, რაც თქვენ ჩაიდინეთ, – ასე მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „მოქალაქეების“ წევრს, ლევან იოსელიანს.
„კეთილი ინებეთ და გამოდით პარლამენტიდან. ნუ ვაჭრობთ მთელი ოპოზიციის სახელით. არ გეკადრებათ…,“ – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევიდნენ.










