„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს კომპრომისულ წინადადებებს სთავაზობდა, თუმცა ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არ იყო.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ძალიან სერიოზული შანსი, რომელიც გავუშვით ხელიდან. ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში, ასეთ ფორმატში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა გვაძლევდა იმედს, რომ ხელისუფლება მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის“, – განაცხადა სამნიძემ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.










