არ ვფიქრობ, რომ ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი, პირიქით ახლა მრავალფეროვნებაა გამოსავალი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
,,თვითმმართველობის არჩევნები პირდაპირი პლებისციტია იმასთან დაკავშირებით, მივიღებთ თუ არა, რიგგარეშე არჩევნებს. აუცილებელია, რომ ყველა ოპოზიციური ძალა კოორდინირებულ რეჟიმში გეგმავდეს, რა და როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ამიტომ, ჩემი პოზიციაა, რომ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დავსხდეთ და დაპირისპირების მიუხედავად ვისაუბროთ როგორ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებზე.
არ ვფიქრობ, რომ ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი, პირიქით ახლა მრავალფეროვნებაა გამოსავალი, მაგრამ კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43% და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა სამნიძემ.











