fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხატია წილოსანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ წარადგინეს

17:18 დეკემბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
855
ნახვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტის დებულება ყველა იმ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რაც კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხატია წილოსანი აირჩიეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – გოგი მეშველიანი.

„დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტმა მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენა გამართა. დამტკიცებული იქნა ერთხმად კომიტეტის დებულება, რომელიც თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტთან.

ძირითადი მიმართულებები, რაზეც აქტიურად იმუშავებს კომიტეტი ეს არის მსხვილი საწარმოების კონტროლი და მათი ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს და, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.

მეორე – ეს არის ბიომრავალფეროვნების დაცვა იმგვარად, რომ რეკრეაციული ტერიტორიების ტურისტული მიზნით ათვისებას და ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი. კომიტეტი აქტიურ მუშაობას განაგრძობს ორ ახალ მიმართულებაზე, რაც ქართული ოცნების პროგრამის მთავარი მიმართულებაა – ეს არის გარემოსდაცვითი ურბანული და სატრანსპორტო საკითხების მეტი ინტეგრაცია საკანონმდებლო დონეზე, ქალაქებში გარემოსდაცვითი საკითხების გაძლიერება.

მეოთხე მნიშვნელოვანი თემა კი არის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, რაც ახალი, თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მთელი განვითარებული მსოფლიოსთვის, საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლებრივი და ამ კუთხით მუშაობას აქტიურად შევუდგებით.“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

თეგები: გოგი მეშველიანიმაია ბითაძეხატია წილოსანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

მაია ბითაძე: დესტრუქციასა და ყვირილს პარლამენტში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

ივნისი 28, 2021
771
პოლიტიკა

მაია ბითაძე გიორგი ვაშაძეს: რამდენ ტყუილს იტყვით, იმდენ პასუხს გაგცემთ

ივნისი 22, 2021
811
საზოგადოება

წაიკითხონ კანონპროექტები და სხდომათა დარბაზში მომზადებულები მოვიდნენ – მაია ბითაძე ოპოზიციას

ივნისი 11, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია