fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ჩანაწერების შინაარსი – იოსელიანი 

15:25 მარტი 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ჩანაწერების შინაარსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც  სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა და რისთვისაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა სრულიად სამართლიანად. ვგულისხმობ მედიაზე თავდახმასა და მედიაში შესაძლო შეჭრას, თუ შესვლას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ სიტუაციას.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო არა ჩანაწერების შინაარსზე, არამედ მის მოპოვებაზე. ეს მიუთითებს, რომ შინაარსე გამოძიების დაწყების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.  სწორედ ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე ვართ, რადგან სხვა რესურსს ვერ ვხედავთ, რომ ის ადამიანები დაიკითხონ, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ. პროკურატურა მათ არ დაკითხავდს რადგან ამაზე გამოძიება არ დაწყებულა. რეალურად არ უნდათ, გამოძიონ ის, რაც არსებითია ჩანაწერებში, მაგრამ გამოძიება დაიწყეს იმაზე, რაც საქართველოში ყველაზე მაღალი სტანდარტით არის დაცული – გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ჟურნალისტებს აძლევს საშუალებას, არ გაახმაურონ წყარო, საიდაც ინფორმაცია მიიღეს. ჟურნალისტს ვერანაირი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აიძულებს, რომ წყარო დაასახელოს, რადგან ეს დაცულია კანონით. მიმაჩნია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად არასწორ ნაბიჯებს დგამს, როცა სამიზნედ ამოიღო მედიასაშუალება და არა ის შინაარსი, რომელიც ამ ჩანაწერებშია გახმოვანებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა.

„განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი, არამედ მოითხოვა რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს, “- ამბობს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ეთუნა ინწკირველი.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

თეგები: ლევან იოსელიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნაკლებად მგონია, სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს რამე პერსპექტივა ჰქონდეს – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 26, 2021
1.4k
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ სხვა არაფრით არის დაკავებული, გარდა ძალისხმევისა, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 25, 2021
797
პოლიტიკა

თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტზე, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს – ლევან იოსელიანი

ნოემბერი 22, 2021
764

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია