ოპოზიცია არის დაიმედებული, რადგან ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნებზე ადეკვატური და გონიერი პასუხი ექნება,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან კომპრომისზე აუცილებლად წავა.
“ოპოზიცია პროცესს ეკიდება პასუხისმგებლობით და რა თქმა უნდა, როდესაც ხარ მოლაპარაკებებში იმედი გაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება სასიკეთოდ და როცა ასეთ მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებ, უნდა გესმოდეს,რომ ცალსახად ერთი მხარე გამარჯვებული ვერ იქნება – კომპრომისი იქნება ის რითაც, მხარეებს შეეძლებათ მოლაპარაკებიდან გამოვიდნენ.
ოპოზიცია არის დაიმედებული, რადგან ხელისუფლებას ჩვენს მოთხოვნებზე ადეკვატური და გონიერი პასუხი ექნება. მესამე რაუნდამდე შორი ნამდვილად აღარ არის – ხვალ ან ზეგ გაიმართება. ხელისუფლება აუცილებლად წავა კომპრომისზე, რადგან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და მოიტანენ შეთავაზებას, რომელიც ვფიქრობ, რომ იქნება ადეკვატური იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას”,- განაცხადა იოსელიანმა “ინტერპრესნიუსთან”.










