პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ოპოზიცია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას, რათა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ყველას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება და ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ხელისუფლება ვალდებულია, გიორგი რურუა გაათავისუფლოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.










