ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
პოლიტიკოსი მეგობრებს ყურადღებისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ ახლა თავს კაგად გრძნობს.
„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე“, – წერს ელენე ხოშტარია.
პოლიტიკოსი კლინიკაში დღეს, გვიან საღამოს გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, ცაუტარდა კვლევები და მისი მდგომარეობა სტაბილურია.











