თბილისში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდასაჭერად, ქუთაისში აქცია გაიმართება.
მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან. აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ 10:30 საათზე გაიმართება.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.
ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შედეგად თბილისში 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.











