სახელმწიფო ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რისკები არსებობს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში პრორუსული ძალები ღიად არიან.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები მუდმივად ემსახურებოდნენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. სწორედ, ამ პოლიტიკურმა ძალებმა ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს, შემდეგ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ და ამას უპასუხა რუსეთმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ასეთ რეზოლუციას და ამით გაუფორმა რაღაცები რუსეთს. მათ გადასცეს აგრეთვე სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და შემდეგ ასევე რუსული საქმის კეთებას აგრძელებდნენ ოპოზიციაში ყოფნისას,“- განაცხადა კობახიძემ.
ნახეთ მოკლედ: რა ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსში
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო











