ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
კომპანია საპილოტე პროგრამას ოთხი შტატში – როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი – დაიწყებს.
შტატები პროგრამისთვის მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს.
ფარმაკოლოგიური კომპანიების Pfizer და BioNTech ექსპერიმენტული ვაქცინა ეფექტიანობას 90%-მდე შემთხვევებში აღწევს.
ამასთან, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ფარმაკოლოგიური კომპანია Moderna-ს ვაქცინა თითქმის 95%-ის შემთხვევაში ეფექტიანია.











