სულ მცირე 5 ადამიანი დაიჭრა კაპიტოლიუმში სროლებისას. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
კაპიტოლიუმში შეტაკებები სამართალდამცველებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციის წევრებმა, რომლებიც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არიან, ბარიერი გაარღვიეს და კომპლექსის ერთი შენობა დაიკავეს. მოგვიანებით მათ ალყა შემოარტყეს სენატს, სადაც ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა გაფორმებულიყო.
საჭირო გახდა კონგრესმენების ევაკუაცია.
ტრამპმა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად აშშ-ის კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ.











