ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალი პაციენტიდან, სამის წყარო უცნობია.
„ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ლენჯერის შემთხვევაა, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ორი შემოტანილი, სამის წყარო კი უცნობია. მათი კონტრაქტების მოძიება გრძელდება. სამი აგვისტოდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 182-ია, გამოჯანმრთელებულების კი, 139,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, კოვიდ-ცენტრებში 5 კრიტიკული და 22 მძიმე პაციენტი რჩება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1098 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 17.











