კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„9 ახალი შემთხვევა არის შემოტანილი, იმპორტირებული, ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. 3-ვეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი დაინფიცირდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 995-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი.











