უცხოური მედიის ცნობით, Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (BNT162b2) ფეხმძიმებზე გამოყენება დაიწყეს.
კომპანიაში ავხადებენ, რომ კვლევის მიზანი მათი ვაქცინის 18 წლისა და ზემოთ ასაკის ჯანმრთელ ფეხმძიმეებში გამოყენების უსაფრთხოების, ამტანობისა და იმუნოგენურობის შეფასებაა.
„ფაზა 2/3-ის კვლევის ფარგლებში 18 წლის ან უფროსი ასაკის დაახლოებით 4 000 ჯანმრთელ ორსულ ქალს ორსულობის 24-34 კვირის ვადაზე აცრიან. კვლევა BNT162b2-ის ან პლაცებოს ორი დოზის, რომელიც 21 დღის ინტერვალით მიიღება, უსაფრთხოებას, ამტანობას და იმუნოგენურობას შეაფასებს. თითოეული ქალი კვლევაში დაახლოებით 7-დან 10 თვემდე პერიოდით იქნება ჩართული“,- აღნიშნულია კომპანიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვლევა შეაფასებს ვაქცინის უსაფრთხოებას ვაქცინირებული ორსული ქალების ახალშობილებში და ანტისხეულების ახალშობილებზე გადაცემას. ახალშობილებზე დაკვირვება დაახლოებით ექვსი თვის ასაკამდე მოხდება.











