100 ათას მოსახლეზე „კოვიდ-19“-ზე ტესტირებების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიში –„ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“ არის ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა, რაც 100 ათას მოსახლეზე 52 662 ტესტს შეადგენს.
100 ათას მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით ევროპაში პირველ სამეულში შედიან ლუქსემბურგი, დანია და კვიპროსი.











