კრისტიან დანიელსონის მედიაციით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ერთობლივი შეხვედრა 5 საათზე გაიმართება.
შეხვედრა ერთი საათით გადაიდო.
პარტია „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, სრულ გაურკვევლობაში დარჩებიან.
გუშინ, 29 მარტს, კრისტიან დანიელსონმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოპოზიციასა და ხელსუფლების წარმოამდგენლებს შორის. დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.











