იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა დელტა შტამის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტურია.
მკვლევარების თქმით, დელტა ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, ისრაელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 90%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კოვიდის 844,378 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 6,429 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











