New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ვირუსის ბრაზილიური შტამის მიმართაც ეფექტურია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინამ ბრაზილიური შტამის განეიტრალება მოახერხა.
სხვა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა ეფექტურია ვირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიხედვით.










