ლანჩხუთში, მრავალსართულიან ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი დღეს გარდაიცვალა. მურთაზ ჭედიას სხეულის 80 %-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. შემთხვევა გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა და ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
შს-მ გამოძიება მაშინ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის გამო ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











