“მიგვაჩნია, რომ ცალკე აღებული ვადამდელი არჩევნები ვერ უზრუნველყოფს იმ ამოცანას და იმ შედეგს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ვგულისხმობ ოპოზიციის გაძლიერებას”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ის ტარდება რეფორმირებულ საარჩევნო გარემოსა და სისტემის ფარგლებში.
„რომელი პარტიისთვის რა არის პრიორიტეტი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის რეფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრების საკითხთან ერთად.
მიგვაჩნია, რომ ცალკე აღებული ვადამდელი არჩევნები ვერ უზრუნველყოფს იმ ამოცანას და იმ შედეგს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, ვგულისხმობ ოპოზიციის გაძლიერებას.
ვადამდელ არჩევნებს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ვადამდელი არჩევნები ტარდება რეფორმირებული საარჩევნო გარემოსა და სისტემის ფარგლებში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.










