საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებული კრიზისი, საგარეო საფრთხეები და გამოწვევები, ოკუპაცია და საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები იყო ძირითადი საკითხები, რაც დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა და იაპონიის ელჩმა, აკირა იმამურამ შეხვედრაზე განიხილეს.
ლევან იოსელიანმა იაპონიის ელჩს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში, ამ და სხვა მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.










