არ ვიცი, რას გულისხმობს თალაკვაძე, როდესაც ამბობს, რომ სტატუს-კვო შეიცვალა, ფაქტია, ახალი რაუნდი არ გამართულა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეებისთვის“ მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის ფორმირების საკითხი.
„ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, წინ გვაქვს მეხუთე რაუნდი. მეხუთე რაუნდი გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან, მმართველ პარტიასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. სანამ ეს არ მოხდება, რამე ტიპის ცვლილებებზე, რამე ტიპის გარდატეხებზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს, არავის ეს არ დაურღვევია. შესვლის შესახებ ცალკეულმა დეპუტატებმა განაცხადეს, მგონი, „პატრიოტთა ალიანსიდან“, თუმცა, ძირითადად ოპოზიცია ამ ნაწილში არის ერთსულოვანი. მოლაპარაკების საკითხები დევს მაგიდაზე“, – განცხადა ლევან იოსელიანმა.










