„მმართველი პარტიისგან მოვისმენთ, როგორ წარმოუდგენიათ, შარლ მიშელის დოკუმენტით სასამართლო სისტემის რეფორმა. კონკრეტულად მაინტერესებს, რაზე არიან წამომსვლელები და როგორ წარმოუდგენიათ რეფორმის ჩატარება”,- ამის შესახებ “მოქალქეების” ლიდერმა ლევან იოსელიანმა სასამართლო რეფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა
“რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ, რომელთაც საინტერესო ხედვა აქვთ. ამის შემდეგ ნათლად გამოიკვეთება, შევძლებთ თუ არა სასამართლოში ისეთი სისტემური ცვლილებები განვახორციელოთ, როგორიც გავაკეთეთ საარჩევნო კოდექსში. თუ ესეც იქნება რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები, ეს რეალურად, არაფერს არ შეცვლის,”- განაცხადა იოსელიანმა.









