„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, – წერს ლინკევიჩუსი.
Concerned about tentions in #Georgia. Our friends have achieved a lot: frontruners implementing #AA/DCFTA, one of #NATO's most active partners. Would be irresponsible to waste it all. All leaders must show restraint and be guided primarily by the interests of the State.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) February 23, 2021
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.











