აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თანაშემწეს, მარკ შორტს კორონავირუსი დუდასტურდა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დევიდ ო“ მოლეიმ განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ისინი თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა დევიდ ო“ მოლეიმ.
მისივე ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.