აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ს ნიუ ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
არსებული ინფორმაციით, აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ვაშინგტონში სატვირთო თვითმფრინავით დაბრუნდება.
პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.
@WMUR9 @foxnewsalert @NECN Air Force Two bird strike after departing @flymanchester to D.C pic.twitter.com/v86lJ29RV7
— Daniel Cerritos (@Theyoshifan200) September 22, 2020











