fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მაიკ პომპეო და საქართველო – გზავნილები და განცხადებები 2018 წლიდან დღემდე

11:02 ნოემბერი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

17-18 ნოემბერს საქართველოს საქმიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.

 

პომპეო სახელმწიფო მდივნის პოზიციას 2018 წლის 26 აპრილიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამ თანამდებობიდან რექს ტილერსონი გადააყენა. სახელმწიფო მდივნობამდე, პომპეო დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი იყო. სახელმწიფო მდივნის ფიცის დადების შემდეგ კი, ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელსაც ამერიკის ისტორიაში ზემოთ აღნიშნული ორივე უმსხვილესი თანამდებობა ეკავა.

 

მაიკ პომპეო და საქართველო

 

 

| შეხვედრა კვირიკაშვილთან | 2018 წელი

 

 

მაიკ პომპეოს, სახელმწიფო მდივნის რანგში, საქართველოს ორ პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა.

 

პირველი შეხვედრა კვირიკაშვილთან, 2018 წელს შედგა, როდესაც იმ დროისათვის ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კვირიკაშვილი-პომპეოს შორის საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარება, ასევე – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

 

კვირიკაშვილთა შეხვედრისას მაიკ პომპეომ ღიად და მტკიცედ განაცხადა, რომ აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს მიღებას ნატოს რიგებში.

 

 

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და პომპეოს გზავნილები რუსეთს

 

 

კვირიკაშვილთან გამართულ ამავე შეხვედრაზე მაიკ პომპეომ საქართველოს ოკუპაციის თემაზეც ისაუბრა. პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

“რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

 

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულება – გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

 

 

 

| შეხვედრა ბახტაძესთან | 2019 წელი

 

 

საქართველოს კიდევ ერთი პრემირი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი პომპეო შეხვდა, მამუკა ბახტაძეა. ეს შეხვედრა 2019 წლის 20 სექტემბერს გაიმართა და მთავარი საკითხები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო. შეხვედრა თეთრ სახლში, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 

ბახტაძისა და პომპეოს ამ შეხვედრის ხანგრძლივობა 35 წუთი იყო.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიასთან გააკეთეს განხხადებები. როგორც გამოიკვეთა, პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის მსგავსად, პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრისასაც, მაიკ პომპეოს მთავარ გზავნილებად შენარჩუნებული იყო საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და პომპეოს პოზიტიური ხედვები საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

 

“შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს – ეკონომიკაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს”, – განაცხადა შეხვდრის დასრულების შემდეგ საქართველოს იმდროინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მაიკ პომპეოს ხედვები საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე

 

პომპეო იმ დასავლელ პოლიტიკოსთა რიგებშია, ვინც მიიჩნევს, რომ ნატოს გაფართოვება და ცვლილებები სჭირდება, “რათა არსებულ რეალობასა და გამოწვევებს დაუპირისპირდეს”.

 

ამ კონტექსტში საგულისხმოა მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვით, “საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე”. ეს განცხადება პომპეომ 2019 წელს ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

„საქართველოს პროგრესი თავდაჯერებულობას მმატებს პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მთავრობის სახელით ვისაუბრო, როცა ვამბობ, რომ თქვენ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გექნებათ ნატოში გაწევრიანების გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს თავდაცვაზე, რაც ნატოს ზღვარია და რის მიღწევისკენაც ჩვენ ნატოს ყველა მოკავშირეს ვუბიძგებთ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

ამავე შეხვედრისას პომპეომ აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქართული ჯარი ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაციის გზაზე გადის.

 

“საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც”, -აღნიშნა მაიკლ პომპეომ.

 

 

პომპეო და ანაკლიის პორტის მშენებლობა

 

მაიკ პომპეოსა და მამუკა ბახტაძეს შორის გამართული შეხვედრისას ერთ-ერთი მკვეთრი გზავნილი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული მოლოდინები.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ”, – განაცხადა პომპეომ ბახტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

პომპეოს რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებას

 

| სატელეფონო ზარი გახარიასთან | 2020 წელი

 

როგორც ცნობილია, 17 ნოემბერს საქართველოში ჩამოსვლისას მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდება. ეს მათი პირველი პირდაპირი შეხვედრა იქნება.

თუმცა ამ შეხვედრას წინ უძღვის 2020 წლის 27 ივლისის სატელეფონო საუბარი. როგორც აღმოჩნდა, ამ სატელეფონო საუბრისას პომპეოს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელობას ეხებოდა.

როგორც ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პომპეომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდების გაძლიერება და დასძინა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

სატელეფონო საუბრის შემდეგ, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ პრემიერ გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამ საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი.

“პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – ეწერა მაიკ პომპეოს ტვიტში.

 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საქართველოს გარდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კიდევ 5 ქვეყანას – საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანია.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ამ მხრივ იქნება მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას. ბუნებრივია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად საკითხთან ერთად ჩვენ გვექნება საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და საქართველოს როლზე. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით. ცხადია, ვიმსჯელებთ ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაზე”, – აცხადებს მინისტრი.

 

პომპეო, საქართველოში ვიზიტისას შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს.

თეგები: მაიკ პომპეო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მოვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას – მაიკ პომპეო 

იანვარი 18, 2021
832
მთავარი ამბავი

მაიკ პომპეო კორონავირუსის გაჩენას ჩინურ ლაბორატორიებს უკავშირებს

იანვარი 16, 2021
833
მთავარი ამბავი

Reuters: პომპეომ ევროპაში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

იანვარი 13, 2021
853

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია