აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების ფაქტს „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„მივესალმებით საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებასა და ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.











