„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
„ვინ არის მტერი – ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ ამ სიაშია“, – აცხადებს პომპეო.











