აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ უნდა გადაკეთდეს. ინფორმაციას lefigaro ავრცელებს.
„თურქეთის ხელისუფლებას ვურჩევთ განაგრძონ აია-სოფიას, როგორც მუზეუმის შენარჩუნება. პატივი სცენ იმ კულტურულ ტრადიციებსა და მდიდარ ისტორიას, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკა შექმნა. უზრუნველყონ, რომ იგი ღია დარჩეს ყველასათვის“ განაცხადა მაიკ პომპეომ.
We urge the Government of Turkey to continue to maintain the Hagia Sophia as a museum, as an exemplar of its commitment to respect Turkey’s diverse faith traditions and history, and to ensure it remains accessible to all.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) July 1, 2020
მაიკ პომპეოს ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით გაკვირვებულები ვართ. თურქეთი იცავს ყველა კულტურის ძეგლს, მათ შორის აია-სოფიას. აია-სოფია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა. ნებისმიერი საკითხი, რომელიც აია-სოფიას ეხება, თურქეთის შიდა საქმეს წარმოადგენს“, – განაცხადა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხამი აქსოიმ.
ცნობისთვის, მარტში ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთვის მუზეუმის სტატუსის მინიჭება „დიდი შეცდომა“ იყო.











