საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობს.
ზალკალიანის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება.
„ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს.
ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მაიკ პომპეოს ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანია – ზალკალიანი











