„ვაქცინების მიღების შემდეგ ქვეყნები არ უნდა ცდუნდნენ იმისკენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვფიქრობთ თითქოს ეს ყველაფერი უკვე გადავიარეთ. მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ქვეყნები ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა, კოვიდის მესამე და მეოთხე ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ. ვაქცინების მიღება იმედის მომცემია, მაგრამ ამავდროულად ის კონცენტრაციას გვაკარგვინებს“,- განაცხადა რაიანმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით 117 მილიონზე მეტი ადამიანი დაიფიცირდა.











