აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 5 წუთიანი მიმართვა ფლოიდის 6 წლის შვილის მიმართ, ჰიუსტონში ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიაზე წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Cnbc-ი ავრცელებს.
„პატარა ჯიანა, როგორც გუშინ გითხარი, როდესაც გნახე, შენ ძალიან მამაცი ხარ. მამა გიყურებს ზემოდან და ძალიან ამაყობს შენით. ვიცი, შენ გენატრება მისი ჩახუტება, რომელიც მხოლოდ მას შეეძლო მოეცა შენთვის.
გენატრება ის წმინდა სიხარული, როდესაც ის მხრებზე ისე შეგისვამდა, რომ ცას სწვდებოდი.
ასევე ვიცი, რომ შენ ბევრი ისეთი კითხვა გაქვს, რომელიც ბავშვმა არ უნდა დასვას, კითხვა, რომლის დასმაც ძალიან ბევრ ფერადკანიან ბავშვს უწევს თაობების განმავლობაში. რატომ? რატომ წავიდა მამა?
შენს თვალებში ყურებით, ჩვენ ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავებს შეკითხვა, რატომ არის პასუხი ხშირად ასეთი სასტიკი და მტკივნეული“,- ასე მიმართა ჯო ბაიდენმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის გოგონას.
თავად პოლიტიკოსი დაკრძალვის ცერემონიას არ დაწრებია, რადგან როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, მას არ სურს, სამგლოვიარო ღონისძიება „პოლიტიკურ სპექტაკლად“ აქციოს.
„ახლა რასობრივი სამართლიანობის დროა. აი, ეს სამართლიანობა უნდა იყოს იმ კითხვის პასუხი, რომელსაც ჩვენი შვილები გვეკითხებიან – რატომ? როცა სამართლიანობას მოვიპოვებთ ჯორჯ ფლოიდისთვის, მაშინ მიიღწევა ამერიკაში ნამდვილი რასობრივი სამართლიანობა. როგორც შენ თქვი პატარა ჯიანა, მამა ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს“,- ამბობს ვიდეოში ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი აშშ-ში პროტესტი და არეულობდა მოჰყვა.
ჰიუსტონის მერმა 9 ივნისის ფლოიდის დღედ გამოაცხადა.











