ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 3 ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
21 წლის ეჭვმიტანილს „წითელი ჯვრის“ იტალიის წარმომადგენლობის დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც გასულ თვეში, იტალიის კუნძულ ლამპედუზაში მიგრანტთა ნავით მისი ჩასვლის შემდეგაა გაცემული.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავეს სამართალდამცავებმა დაკავებისას ესროლეს და ის ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.
შეახსენებთ, რომ გუშინ ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.










